მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის I-IV კლასის მანძილზე ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.
V-XII კლასებში მოსწავლე ფასდება, როგორც განამავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასებით (10-ქულიანი სისტემით).
შეფასების დონეები:
1-2 დაბალი შეფასების დონე
3-4 საშუალოზე დაბალი შეფასების დონე
5-6 საშუალო შეფასების დონე
7-8 საშუალოზე მაღალი შეფასების დონე
9-10 მაღლი შეფასების დონე
1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5 ან მეტი, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
2.დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების, ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
4.საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლებას.
ნიშნების გამოყვანის წესი
1. საერთო წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საერთო წლიური ქულის გამოსაანგარიშებლად უნდა შეიკრიბოს ეროვნული სასწავლო გეგმით კონკრეტული კლასისთვის გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის წლიური ქულა (საშუალო საფეხურზე, აგრეთვე, სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული არჩევითი საგნების ქულები სავალდებულო საგნების წლიურ ქულებთან ერთად) და ჯამი გაიყოს ქულების რაოდენობაზე;
ბ) საერთო წლიური ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 7.14 მრგვალდება 7.1-მდე, 8.15 მრგვალდება 8.2-მდე).
2. საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის საერთო ქულა გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო წლიური ქულა: ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა (მაგ. მათემატიკა მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-10 კლასი, ქართული მე-11 კლასი, ქართული მე-12 კლასი და ა.შ.) და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
No comments:
Post a Comment