შეფასება

შეფასება არის რაიმე საგნის, მოვლენის, პროცესის ან ვინმეს შესაბამისობის/მიმართების დადგენა წინასწარ განსაზღვრულ ნიშან-თვისებებთან (კრიტერიუმებთან). შეფასების მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი და რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები. კერძოდ, შეფასებას აქვს შემდეგი ძირითადი

შეფასების მიზნები
(1)     მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;
(2)     მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
(3)     სწავლების კონკრეტული მეთოდიკის ეფექტიანობის შემოწმება;
(4)     სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრა და სრულყოფა;
(5)     სასწავლო პროცესში სწავლების ეფექტიანობის შეფასება და სრულყოფა;
(6) მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში და მათთან კომუნიკაციის გამყარება.

შეფასებას აქვს ორი განსხვავებული ფუნქცია:
·         სწავლის პროცესის შეფასება (მიმდინარე შეფასება);
·         პროდუქტის / შედეგების / მიღწევების შეფასება (შემაჯამებელი შეფასება);

მოსწავლეთა შეფასება ხდება კომპონენტებში. კომპონენტებში მიღებული შეფასებები განსაზღვრავს მოსწავლის სემესტრულ შეფასებას.
) საშინაო დავალება;
) საკლასო  დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
შეფასების სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.



შეფასების ტიპები

მიმდინარე  შეფასება
ხდება ყოველ გაკვეთილზე, ყოველდღე, ყოველი აქტივობის დროს. არ არის სავალდებულო, რომ მიმდინარე შეფასება ყოველთვის ქულებით შეფასდეს, იგი შეიძლება იყოს როგორც განმავითარებელი, ასე განმსაზღვრელი.

რა არის მნიშვნელოვანი?
მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი შეფასება გვაძლევს მოსწავლის მრავალმხრივი შესწავლის საშუალებას. კერძოდ
  • რა სახის საქმიანობა იზიდავს და რა არა
  • როგორია მისი სწავლის სტილი (სწავლობს მოსმენით, კითხვით, წერით, კეთებით., აქვს მთლიანობითი აღქმა თუ საგნებსა და მოვლენებს დანაწევრებულად აღიქვამს, თეორეტიკოსია თუ პრაგმატისტია და ..)
  • რა უძნელდება, რა უადვილდება  
  • შეუძლია თუ არა კონცენტრაცია
  • აქვს თუ არა წინსვლათუ არა, რა არის წარუმატებლობის მიზეზი ან რა განაპირობებს მისწარმატებას  
  • ქვს თუ არა განვითარებული მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარები  
  • როგორია მისი ინტერესების სფერო, ინდივიდუალური თავისებურებები
  • რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს 

მიმდინარე შეფასების პროცესში მნიშვნელოვანია არა იმდენად ქულების დაწერა (ნიშნითშეფასება), რამდენადაც  რჩევები, რა და როგორ გააუმჯობესოს ანუ განმავითარებელი შეფასება, რომელიც  აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

შემაჯამებელი შეფასება
ადგენს მოსწავლის წარმატებას სწავლებისა და სწავლის კონკრეტულ ეტაპზე: თემის დასრულებისას, სემესტრის ბოლოს, სასწავლო წლის ბოლოს. ასეთი შეფასებისას მოწმდება ის, თუ რამდენად მიაღწია  მოსწავლემ სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს / შედეგებს.
სწორედ შემაჯამებელი შეფასების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნას, რამდენად შესრულდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

შეფასების სქემები
შეფასების კრიტერიუმების გამოყენებით მასწავლებელი ადგენს შეფასების რუბრიკას. როგორ? ჯერ ადგენს რა არის გაკვეთილის სასწავლო მიზნი.  ვიცით რომ გაკვეთილის სასწავლო მიზანი გაკვეთილის ბოლოს შედეგად გადაიქცევა.
როგორ გაიზომოს შედეგი?  სწორედ ამისათვის არის საჭირო კრიტერიუმი. და რის მიხედვით ყალიბდება კრიტერიუმები? გაკვეთილის სასწავლო მიზნის შესაბამისად!  იქმნება წრე.

 

შეფასების სქემა საშუალებას აძლევს პედაგოგს  თითოეული ოპერაცია შეუფასოს მოსწავლეს; ანუ დაუკონკრეტოს რა გააკეთა კარგად და რა ვერ გააკეთა.

არსებობს განსხვავებული ტიპის და დანიშნულების შეფასების სქემები. იმისდა მიხედვით თუ რა  მიზანს ისახავს კონკრეტული შეფასება და როგორ მიიღწევა ეს მიზანი.
განასხვავებენ:
·         ანალიტიკურ
·         ჰოლისტურ
·         ზოგადი
·         კონკრეტულ შეფასების სქემებს 

განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე.
ისეთ შემთხვევებში, როდესაც მასწავლებელს სურს, რომ მოსწავლის ცოდნა შეაფასოს ორი ან მეტი კრიტერიუმის მიხედვით იგი იყენებს ან ქმნის ანალიტიკური შეფასების სქემას. ზემოთ მოცემული  შეფასების სქემა ანალიტიკურია. რადგანაც ის 3 კრიტერიუმს შეიცავს.
არის შემთხვევები, როდესაც შეფასების სქემის დაყოფა ორ ან მეტ დამოუკიდებელ მახასიათებლად აუცილებელი არ არის ან უბრალოდ ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი ქმნის ან იყენებს ჰოლისტური შეფასების სქემას. ჰოლისტური შეფასების სქემის გრაფებში გაერთიანებულია ყველა კრიტერიუმი და ყველა მახასიათებელი, რის მიხედვითაც მასწავლებელს სურს მოსწავლის ნამუშევარი შეაფასოს. მოსწავლის პასუხის ხარისხი ფასდება ზოგადად და არა კონკრეტული მახასიათებლების მიმართ.

შეფასების სქემა შეიძლება შეიქმნას:
1.  დავალებათა ან უნარ-ჩვევათა ერთობლიობის შესაფასებლად - ზოგადი შეფასების სქემა.
2. ერთი კონკრეტული დავალების   შესაფასებლად  - კონკრეტული შეფასების სქემა.
მაგალითად, სტანდარტის შესაბამისად, თუ  მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებში პრეზენტაციის ან ინფორმაციის მოძიების  უნარის განვითარება, მასწავლებელი  ქმნის  შეფასების სქემას, რომლის გამოყენება შესაძლებელია  მრავალჯერ.

შეფასების ძირითადი პრინციპები
შეფასებისას დაცული უნდა იყოს  ძირითადი პრინციპები:   
  • სანდოობა - მკაფიო და ნათელი კრიტერიუმები და ზუსტი ინსტრუქციები 
  • ვალიდურობა - საკითხთან შესაბამისი შეფსების კრიტერიუმები
  • ობიექტურობა - შეფასება არ არის დამოკიდებული შემფასებლის სურვილსა და მოსაზრებებზე
  • გამჭვირვალობა - შეფასების კრიტერიუმები/რუბრიკები ცნობილია ყველასათვის


შეფასების მეთოდები
მასწავლებელი მოსწავლის ცოდნის და მათი უნარ-ჩვევის შესაფასებლად სხვადასხვა საშუალებას, მეთოდს იყენებს. ეს მეთოდებია:
  • ტესტირება
  •  მასწავლებლის დაკვირვება და კომენტარი
  • პორთფოლიო
  • მოსწავლის თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება


ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია შევაჯამოთ
  • შეფასების სქემები, არის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი გამოყენების წესების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ფასდება მოსწავლის მოსწრება ამა თუ იმ აქტივობაში ან საგანში;
  • არსებობს განსხვავებული ტიპის და დანიშნულების შეფასების სქემები. იმისდა მიხედვით თუ რა მიზანს ისახავს კონკრეტული შეფასება და როგორ მიიღწევა ეს მიზანი, განასხვავებენ ანალიტიკურ და ჰოლისტურ, ზოგად და კონკრეტულ შეფასების სქემებს;
  • დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში ერთი და იმავე შეფასების სქემის სისტემატურად გამოყენება და შედეგების შედარება მოსწავლის განვითარების ეფექტური საშუალებაა;
  • სასურველია, რომ მასწავლებელმა შეფასების სქემის შექმნის პროცესში ჩართოს მოსწავლეები. ეს მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უფრო კარგად გაერკვენ იმაში თუ რას ითხოვენ მათგან.


ჰოლისტური სქემის ნიმუში 



ზოგადი შეფასების სქემის ნიმუში    






No comments:

Post a Comment