კლასი: V
28.10.2016 - შემაჯამებელი დავალება №1
თემა: 1. მასალები და მათი თვისებები.
2. სხეულები და ნივთიერებები.
2. სხეულები და ნივთიერებები.
მიზანი ( კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.V.4. მოსწავლემ შეძლოს მასალების განსხვავება, მათი თვისებების შესახებ მსჯელობა. ბუნ.V.5. მოსწავლემ შეძლოს ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობების დახასიათება.
მისაღწევი შედეგები:
ბუნ.V.1. მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება.
- მოსწავლეს შეუძლია მასალის თვისებების განსხვავება, მათი თვისებების შესახებ მსჯელობა.
- მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და დაასახელოს ბუნებრივი და ხელოვნური მასალები, დაახასიათოს მათი თვისებები
- მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს სხეული და ნივთიერება
- მოსწავლეს შუძლია ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობის დახასიათება
- მოსწავლეს შეუძლია დააჯგუფოს მის გარშემო მყოფი სხეულები მათი შემადგენელი ნივთიერებების აგრეგატული მდგომარეობების მიხედვით
29.11.2016 - შემაჯამებელი დავალება №2
თემა: ყვავილოვანი მცენარეები
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
მისაღწევი შედეგები:
ბუნ.V.8. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისათვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების ამოცნობა, დადგენა და გამოყენება.
მისაღწევი შედეგები:
ბუნ.V.7. მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართებების განსაზღვრა რუკაზე.
ბუნ.V.8. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისათვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების ამოცნობა, დადგენა და გამოყენება.
მისაღწევი შედეგები:
მისაღწევი შედეგები:
მისაღწევი შედეგები:
მისაღწევი შედეგები:
12.10.2016 - შემაჯამებელი დავალება №1
მისაღწევი შედეგები:
ბუნ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს მარტივი კვებითი კავშირები.
მისაღწევი შედეგები:
ბუნ.VI.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილებაზე მსჯელობა.
- მოსწავლეს შეუძლია კითხვების დასმა და გაანალიზება, თუ რა ნიშნებით განსხვავდებიან ყვავილოვანი მცენარეები სხვა მცენარეებისაგან.
- მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და დაასახელოს მცენარის ძირითადი ორგანოები და მათი ფუნქციები.
27.12.2016 - შემაჯამებელი დავალება №3
თემა: ორიენტირება
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.V.7. მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართებების განსაზღვრა რუკაზე.ბუნ.V.8. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისათვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების ამოცნობა, დადგენა და გამოყენება.
მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლე განსაზღვრავს ჰორიზონტის მხარეებს - ძირითადს, შუალედურს - გეგმაზე.
- მოსწავლე ადგენს მისთვის ცნობილი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთმიმართებას.
- მოსწავლე ორიენტირებს გარემოში გეგმის საშუალებით, ამოიცნობს ობიექტებს გეგმაზე.
- ასრულებს სამ-ოთხ მიმართულებიან ინსტრუქციას.
- მოსწავლე განსაზღვრავს ჰორიზონტის მხარეებს ადგილობრივი ორიენტირების საშუალებით.
17.02.2016 - შემაჯამებელი დავალება №4
თემა: გეოგრაფიული ობიექტები
მიზანი ( კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.V.6. მოსწავლეს შეუძლია მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტებისა და მათი ნაწილების აღწერა. ბუნ.V.7. მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართებების განსაზღვრა რუკაზე.
ბუნ.V.8. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისათვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების ამოცნობა, დადგენა და გამოყენება.
მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლე განსაზღვრავს ჰორიზონტის მხარეებს - ძირითადს, შუალედურს - რუკაზე.
- მოსწავლე ადგენს მისთვის ცნობილი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთმიმართებას.
- აგროვებს ინფორმაციას, ახასიათებს და ადარებს კონტინენტებს სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით (ფართობი, მდებარეობა ნახევარსფეროებში ეკვატორისა და პოლუსების მიმართ, სპეციფიკური რელიეფი, მცენარეული და ცხოველთა სამეფო).
- გამოარჩევს რუკაზე იმ გეოგრაფიული ობიექტებს, რომლებიც უადვილებს კონტინენტების, ოკეანეების, ყურეების, ნახევარკუნძულების, კუნძულების და სხვ. განსაზღვრას.
15.03.2016 - შემაჯამებელი დავალება №5
თემა: ცხოველები
მიზანი ( კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.V.2. მოსწავლეს
შეუძლია ხერხემლიანი ცხოველების ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება.მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლე სვავს კითხვებს, იკვლევს, აანალიზებს, თუ რა მთავარი ნიშნებით განსხვავდებიან ხერხემლიანები სხვა ცხოველებისაგან.
- მოსწავლე ასახელებს ორგანოებს და მათ დანიშნულებას, მაგალითად, კუნთები - მოძრაობა, ფილტვები - სუნთქვა, კუჭი - საჭმლის მონელება, და ა.შ.
- მოსწავლე მსჯელობს სხვადასხვა ხერხემლიანი ცხოველის ჩონჩხის თავისებურებებზე.
12.03.2016 - შემაჯამებელი დავალება №6
თემა: სინათლე და ბგერა
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.V.3. მოსწავლეს შეუძლია სინათლისა და ბგერის გავრცელების ერთმანეთთან შედარება.მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლე აკვირდება და აღწერს ჩრდილის წარმოქმნას.
- მოსწავლე აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას და გამოთქვამს ვარაუდს ექოს წარმოშობის შესახებ, ადარებს მას სინათლის არეკვლას და აკეთებს შესაბამის დასკვნებს.
- ადარებს ბგერის არეკვლასა და სინათლის არეკვლას ერთმანეთს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს.
- ჭექა-ქუხილის მაგალითზე ერთმანეთს ადარებს ბგერისა და სინათლის გავრცელების სიჩქარეს.
- მოიპოვებს ინფორმაციას ცხოველებისათვის ექოლოკაციის მნიშვნელობის შესახებ.
- განიხილავს ხმაურის პრობლემას ცხოვრებისეულ სიტუაციაში და ეძებს მისი გადაჭრის გზებს.
07.06.2016 - შემაჯამებელი დავალება №7
თემა: გარემოს დაცვა
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.V.11. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.მისაღწევი შედეგები:
- ამოიცნობს და აჯგუფებს აღდგენად და არააღდგენად ბუნებრივ რესურსებს.
- მსჯელობს ნარჩენების ბუნებაში დატოვების შედეგებზე.
- საუბრობს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორეული გამოყენების გზებსა და მათ მნიშვნელობაზე ბუნებრივი რესურსების დაზოგვაში.
- აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში (მაგალითად, ხეების დარგვა).
- მსჯელობს და მონაწილეობს გარემოსდაცვით ღონისძიებებში (მაგალითად, კონკურსები, აქციები, ვიქტორინები).
კლასი: VI
12.10.2016 - შემაჯამებელი დავალება №1
თემა: ნივთიერებების თვისებები
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.VI.4.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებების აღწერა და მათი ცვლილებების შესახებ მსჯელობა. მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლეს შეუძლია დააასახელოს და ამოიცნოს ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებადი ნივთიერებები და მათი თვისებები;
- მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ნივთიერებები თვისებების მიხედვით (მაგ., სუნი, ბზინვარება, წვა, აგრეგატული მდგომარეობა); შედეგების წარმოადგენა ცხრილის სახით, გაანალიზება და თვისებების გამოყოფა, რომლებიც ამ ნივთიერებების გამოყენებას განაპირობებს;
- მოსწავლე ფლობს ინფორმაციას ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების შესახებ და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე (მაგ., ჟანგბადი, წყალი, ნახშირორჟანგი);
- მოსწავლეს შეუძლია ჩაატაროს ცდები ნივთიერებების ფიზიკური და ქიმიური ცვლილებების (მაგ., აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, ნივთიერების გახსნა, აირის გამოყოფა, ფორმის შეცვლა) გამოსაკვლევად, და შედეგების გაანალიზება და მსჯელობა ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე (მაგ., გაცხელება, შერევა, დაწვა, მექანიკური ზემოქმედება).
09.11.2016 - შემაჯამებელი დავალება №2
თემა: 1. ნივთიერება და ნარევები
2. კვებითი ჯაჭვები
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.VI.5.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებისა და ნარევის ერთმანეთისგან განსხვავება, ნარევის კომპონენტებად დაყოფის მეთოდების გამოყენება.ბუნ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს მარტივი კვებითი კავშირები.
მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლეს შეუძლია შეაადაროს ნივთიერებისა და ნარევის თვისებები, გააანალიზოს მონაცემები და შედეგები წარმოადგინოს ცხრილის სახით, ჩამოთვალოს ბუნებრივი ნარევის მაგალითები;
- მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი ნარევები (მაგ., სუფრის მარილის წყალხსნარი, ცარცის ფხვნილისა და წყლის ნარევი), შეადაროს ერთმანეთს და იმსჯელოს მათ შორის განსხვავებაზე;
- მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს შესაბამის მეთოდები (მაგ., ამოშრობა, გაცრა, გამოხდა, გაფილტვრა, დაწდომა) ნარევის კომპონენტებად დასაყოფად ცხოვრებისეულ სიტუაციაში;
- მოსწავლეს შეუძლია ჩამოთვლოს ან ამოიცნოს ნარევების გამოყენების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან.
- მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე შეადგინოს მარტივი კვებითი ჯაჭვები (მაგ., ბალახი - კალია - ხვლიკი - გველი - არწივი) სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით;
- მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და დაასახელოს ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითი;
- მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ცხოველები კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი), იმსჯელოს ადამიანის კვების თავისებურებაზე.
16.12.2016 - შემაჯამებელი დავალება №3
თემა: 1. მზის სისტემა;
2. სითბოსა და სინათლის გადანაწილება დედამიწაზე
2. სითბოსა და სინათლის გადანაწილება დედამიწაზე
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია კოსმოსური სხეულების მოძრაობისა და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა მზის სისტემაში. ბუნ.VI.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილებაზე მსჯელობა.
მისაღწევი შედეგები:
ბუნ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ტიპობრივი ეკოსისტემები.
მისაღწევი შედეგები:
ბუნ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ გარემოში.
- მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს მოდელები და აღწეროს მთვარის, დედამიწის და სხვა პლანეტების მოძრაობა მზის სისტემაში;
- მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს და აღწეროს კოსმოსური სხეულები (მაგ., ვარსკვლავი, პლანეტა, კომეტა, ასტეროიდი, მეტეორი, მეტეორიტი); იმსჯელოს მათ შორის განსხვავებებზე;
- მოსწავლეს შეუძლია შექმნას მზის და მთვარის დაბნელების მოდელები და იმსჯელოს დაბნელების გამომწვევ მიზეზებზე;
- მოსწავლე ქმნის მოდელებს და აღწერს დედამიწის ბრუნვას წარმოსახვითი ღერძის და მზის გარშემო;
- მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს წელიწადის დროების მონაცვლეობა დედამიწის ორბიტაზე დახრილი ღერძით მოძრაობასთან (ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებში განსხვავებული სეზონები, ბუნიობა და ნაბუნიობა).
07.02.2016 - შემაჯამებელი დავალება №4
თემა: ეკოლოგია
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ ბუნებრივ გარემოში აღწეროს მარტივი კვებითი კავშირები. ბუნ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ტიპობრივი ეკოსისტემები.
მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი ბუნებრივი გარემოს მაგალითზე შეადგინოს მარტივი კვებითი ჯაჭვები (მაგ., ბალახი - კალია - ხვლიკი - გველი - არწივი) სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების დახმარებით;
- მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და დაასახელოს ერთსა და იმავე გარემოში კვებითი ჯაჭვის რამდენიმე მაგალითი;
- მოსწავლე განასხვავებს ცხოველებს კვების ნირის მიხედვით (ბალახისმჭამელი, ხორცისმჭამელი, ნაირმჭამელი), მსჯელობს ადამიანის კვების თავისებურებაზე.
- მოსწავლე ამოიცნობს მარტივი ეკოსისტემის მოდელს ცალკეული (ბიოტური და აბიოტური) ელემენტებისაგან შემდგარს;
- მოსწავლე გამოყოფს ეკოსისტემებს და მათ ცალკეულ კომპონენტებს ნაცნობ გარემოში;
- მოსწავლე ამოიცნობს მის მხარეში ფართოდ გავრცელებულ მცენარეებს, ასევე, წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებს, შხამიან სოკოებსა და მცენარეებს, საშიშ ცხოველებს;
- მოსწავლე ამოიცნობს საქართველოსათვის ტიპობრივ ეკოსისტემებს (მაგ., ტყე, მდელო, მთა, ზღვა) მცენარისა და ცხოველის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;
- მოსწავლე ამოიცნობს მომიჯნავე ეკოსისტემებს (მაგ., ტყე-მდელო) ბუნებაში და ადარებს ერთმანეთს ბიოტური და აბიოტური კომპონენტების მიხედვით;
- მოსწავლეს შეუძლია შეაგროვოს ინფორმაცია ლოკალური გარემოს ეკოსისტემაზე ადამიანის ზემოქმედების შესახებ, იმსჯელოს შედეგებზე და მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები.
24.02.2016 - შემაჯამებელი დავალება №5
თემა: გარემოს დაცვა
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.VI.10. მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება. ბუნ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ გარემოში.
მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით (მაგ., ტყეების ჩეხვა, არასწორი მორწყვა, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება) გამოწვეული უარყოფითი შედეგები, ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრებები მათი თავიდან აცილების საშუალებებზე;
- მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს/დაასახელოს ბიოლოგიური ინდიკატორები (მაგ. მღიერები, წყალმცენარეები);
- მოსწავლეს შეუძლია ჩამოთვალოს საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიები და ისაუბროს მათ მნიშვნელობაზე;
- მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა წყარო (მაგ. საქართველოს წითელი ნუსხა, წითელი წიგნი) დაცული ობიექტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და მონაწილეობა მიიღოს გარემოსდაცვითი იდეების პოპულარიზაციაში;
- მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენების მიმართ სააგიტაციო პლაკატების და ბუკლეტების საშუალებით.
- მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ადამიანისთვის სახიფათო ადგილები (მაგ., მომატებული რადიაცია, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ტრანსფორმატორები, საშიში ქიმიური ნივთიერებები, საბანაო ზონები) შესაბამისი გამაფრთხილებელ პირობითი გრაფიკული ნიშნები;
- მოსწავლე აყალიბებს ქიმიური და რადიოაქტიური ნივთიერებების განთავსების და მათთან მუშაობის უსაფრთხოების წესებს, ცნობს გამაფრთხილებელ ნიშნებს (მაგ., ადვილად აალებადი, ფეთქებადი, რადიოაქტიური) ქიმიური რეაქტივის ჭურჭლის ეტიკეტზე.
15.03.2016 - შემაჯამებელი დავალება №6
თემა: მოძრაობა და სიჩქარე
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება, მის სიჩქარეზე მსჯელობა.
მისაღწევი შედეგები:
მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულის მოძრაობის ტრაექტორიებო (წრფივი, ტეხილი, მრუდწირული), შეადაროს ერთმანეთს და გამოხატოს სქემატურად;
- მოსწავლე აკვირდება საკუთარ მოძრაობას, აგროვებს მონაცემებს (ზომავს გავლილ მანძილს და დროის შუალედს), აანალიზებს მათ თანაფარდობას და ახასიათებს სიჩქარეს, როგორც ფიზიკურ სიდიდეს;
- მოსწავლეს შეუძლია ჩაატაროს მარტივი ცდები და გაზომოს სხვადასხვა სხეულის სიჩქარე, შედეგები წარმოადგინოს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით;
- მოსწავლე ადგენს და ამოიცნობს სიჩქარის ერთეულს და მსჯელობს მის ირგვლივ არსებული სხეულების (მაგ., ადამიანის, ველოსიპედის, ავტომობილის) სავარაუდო სიჩქარეებზე, ადარებს მათ.
21.03.2016 - შემაჯამებელი დავალება №7
თემა: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):
ბუნ.VI.8. მოსწავლეს შეუძლია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი მავნე ფაქტორების ამოცნობა.მისაღწევი შედეგები:
- მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან თავდაცვის ელემენტარული პროფილაქტიკური მეთოდები (მაგ., ხელების დაბანა, ჰიგიენის პირადი ნივთების სწორი გამოყენება, აცრა);
- მოსწავლე ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს (მაგ., მომატებული რადიაცია, მაღალი ძაბვა) და აღწერს მათ;
- მოსწავლეს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ადამიანის მავნე ჩვევების შესახებ და მოამზადოს მათი საწინააღმდეგო სააგიტაციო მასალა (მაგ., პლაკატი, აუდიო/ვიდეო მასალა).
No comments:
Post a Comment