ბიოლოგია

კლასი: XI


28.10.2016 - შემაჯამებელი დავალება №1

თემა: ორგანიზმთა გამრავლება და განვითარება 

მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):

ბიოლ.X1.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდური განვითარების ფორმები.

მისაღწევი შედეგები:

1. მოსწავლეს შეუძლია შექმნას მარტივი მოდელები უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადემონსტრაციოდ, მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ;

2. მოსწავლე იყენებს/ადგენს/ამოიცნობს სქემატურ მოდელს და მსჯელობს მიტოზის როლზე შემდგომ თაობაში კარიოტიპის მუდმივობის შენარჩუნებაში;

3. მოსწავლე ადარებს ერთმანეთს უსქესო და სქესობრივი გამრავლების ფორმებს და მსჯელობს თითოეულის დროს მემკვიდრეობისთვის გენეტიკური მასალის თავისებურებაზე;

4. მოსწავლე იყენებს/ადგენს/ამოიცნობს მეიოზის სქემატურ მოდელს და აკავშირებს ქრომოსომების და მათი უბნების განაწილებას გენეტიკურ ცვალებადობასთან;

5. ამოიცნობს ილუსტრაციაზე სინათლის მიკროსკოპით (ან ელექტრონულ ფორმატში) დააკვირვების შედეგებს უჯრედების გაყოფის პროცესში და ამოიცნობს მიტოზის თითოეულ ფაზას;

6. მოსწავლე განიხილავს დნმ-ს კოდს და ახასიათებს გენს, როგორც დნმ-ის მონაკვეთს, რომელიც კონკრეტული ცილის სინთეზს განსაზღვრავს;

7. მოსწავლე აღწერს განაყოფიერების პროცესს, ადგენს მარტივ განზოგადებულ სქემას. სვამს კითხვას სასიცოცხლო ციკლიდან მეიოზის ან განაყოფიერების ამოვარდნის შედეგებთან დაკავშირებით;

8. მოსწავლე ადარებს მეიოზისა და განაყოფიერების საბოლოო შედეგებს (გენეტიკური მასალის განახევრება/გამთლიანება) და მსჯელობს მათ ბიოლოგიურ როლზე;

9. მოსწავლე აღწერს ყვავილოვან მცენარეებში განაყოფიერებას და ეტაპებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი ან კოლაჟი);

10. მოსწავლე დაკვირვების საფუძველზე მსჯელობს ცხოველის ემბრიონული განვითარების ადრეულ ეტაპებზე (მაგ., ზიგოტა, ბლასტომერები, ბლასტულა, გასტრულა);

11. მოსწავლე შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე საუბრობს ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის (სრული და არასრული გარდაქცევა) თავისებურებებზე და მსჯელობს მათი შეგუებითი მნიშვნელობის შესახებ. მონაცემებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (დიაგრამა, ცხრილი, სქემა, ნახატი ან კოლაჟი).

09.12.2016 - შემაჯამებელი დავალება №2

თემა: გენეტიკა

მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):

ბიოლ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს ცვალებადობის ფორმებზე.

მისაღწევი შედეგები:

1. მოსწავლე განასხვავებს და ადარებს მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის მოქმედებას, მსჯელობს მათ ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე;

2. განიხილავს გენს, როგორც მემკვიდრეობითობის ერთეულს;

3. ადგენს გენთა დამოუკიდებლად და შეჭიდულად მემკვიდრეობის სქემებს, ადარებს ერთმანეთს და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე, ასახელებს შესაბამის მაგალითებს;

4. იყენებს ადამიანში სქესის განსაზღვრის სქემას და ადგენს ვაჟისა და გოგონას დაბადების ალბათობას;

5. შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს მეურნეობისათვის სასურველი სქესის მიღების მნიშვნელობაზე;

6. ადგენს გენეტიკურ სქემას სქესთან შეჭიდული ნიშნების მემკვიდრეობაზე და ადეკვატურად იყენებს შესაბამის სიმბოლოებს მათ ჩასაწერად;

7. აღწერს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების მემკვიდრეობის ხასიათს. აგროვებს და წარმოადგენს მასალას მათი პროფილაქტიკის ან მკურნალობის პერსპექტივის შესახებ;

8. გენეტიკური ამოცანების გადაჭრისას იყენებს მონაცემთა ანალიზს, სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის ელემენტებს;

07.02.2017 - შემაჯამებელი დავალება №3

თემა: ევოლუცია

მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):

ბიოლ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ევოლუციის კონცეფცია ორგანული სამყაროს მრავალფეროვნების და მასში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად.

მისაღწევი შედეგები:

1. მოსწავლე ჩამოთვლის კონკურენციის მაგალითებს და მსჯელობს ევოლუციის შედეგების შესახებ;

2. ფლობს ინფორმაციას ანთროპოლოგიური აღმოჩენების (მაგ., ლუსი, მზია და ზეზვა) და მათი მნიშვნელობის შესახებ;

3. იყენებს სქემებს და ავლენს ევოლუციურ კავშირებს ტაქსონომიურ ერთეულებს შორის;

4. ფლობს ინფორმაციას სინთეზური ევოლუციური თეორიით მოწოდებული ევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორების შესახებ;

5. ასახელებს ევოლუციის თეორიის ძირითად არგუმენტებს და კონტრარგუმენტებს;

6. მოსწავლე განასხვავებს ევოლუციის მასალას, მთავარ მამოძრავებელ ძალებსა და შედეგებს.

17.03.2017 - შემაჯამებელი დავალება №4

თემა: ეკოლოგია

მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):

ბიოლ.XI.9. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ეკოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა ეკოსისტემების ფორმირებისათვის და იმსჯელოს გარემოსდაცვით პრობლემებზე.

მისაღწევი შედეგები:

1. მოსწავლე ასახელებს/ამოიცნობს/აღწერს მაგალითებს ეკოსისტემაში ორგანიზმების თანაარსებობის ფორმებს (მაგ., სიმბიოზი, შეჯიბრი, პარაზიტიზმი) და მსჯელობს მათ შორის განსხვავებაზე;

2. ამოიცნობს და აანალიზებს ეკოსისტემის კომპონენტებს, კვებით ჯაჭვებსა და ეკოლოგიური პირამიდების ფორმებს;

3. ფლობს ინფორმაციას ლოკალურ ეკოსისტემაზე ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედების შესახებ, გამოთქვამს მოსაზრებას ამ პრობლემის თავიდან აცილების გზების შესახებ;

4. აანალიზებს გარემოს დაბინძურების შედეგად წარმოქმნილ რისკებს, ასახელებს მაგალითებს. დიაგრამებისა და/ან ცხრილების დახმარებით ასაბუთებს დაბინძურების უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ველური სახეობების გავრცელებაზე და სხვა;

5. აფასებს პოპულაციების მდგომარეობას სხვადასხვა გრაფიკული საშუალებით წარმოდგენილი მონაცემების (მაგ., ასაკისა და სიკვდილიანობის, დროისა და ორგანიზმთა რაოდენობის, სიმჭიდროვისა და ორგანიზმთა რაოდენობის ურთიერთდამოკიდებულების გრაფიკი) საფუძველზე.

28.03.2017 - შემაჯამებელი დავალება №5

თემა: ადამიანი და მიკროორგანიზმები

მიზანი (კავშირი ე.ს.გ.):

ბიოლ.XI.10. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ადამიანის ყოფისათვის მიკროორგანიზმების სასარგებლო და საზიანო თვისებების მნიშვნელობაზე.

მისაღწევი შედეგები:

1. ახდენს ბაქტერიების, სოკოების, ვირუსებისა და სხვა მიკროორგანიზმების კლასიფიცირებას, ასახელებს მათ მიერ გამოწვეულ ზოგიერთ დაავადებას და მსჯელობს ამ დაავადებების გავრცელების გზებზე;

2. ფლობს ინფორმაციას ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულ პირებში სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობის შესახებ;

3. მსჯელობს გარკვეული დაავადებისაგან ორგანიზმის თავდაცვის უნარზე და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე;

4. აანალიზებს თუ როგორ “მუშაობს” ვაქცინა, საუბრობს უსაფრთხო ვაქცინის გენური ინჟინერიის გზით დამზადების პროცესზე;

5. მსჯელობს ანტიბიოტიკების მნიშვნელობასა და ეფექტიანობაზე, გამოყენების სპეციფიკაზე;

6. ასახელებს/ამოიცნობს სასარგებლო პროდუქტების (მაგ., მაწონი, პური, ღვინო) წარმოების საქმეში მიკროორგანიზმების გამოყენების მაგალითებს;

7. აცნობიერებს საკვების/წყლის დაბინძურების რისკებს და საუბრობს ამ რისკების შემცირების გზებზე, აღწერს წყლის ბიოლოგიური გაწმენდის მეთოდს.







No comments:

Post a Comment